სანდრო რაქვიაშვილი – გასაგებია, რომ ევროპაში, ზოგადად, ცუდი დამოკიდებულებაა „ქართული ოცნების“ მიმართ – თუ მოსახლეობამ პროევროპული, სწორი არჩევანი გააკეთა, ყველა განცხადება ისტორიას ჩაბარდება

არ მგონია, რაიმე პრინციპულად შეიცვალოს ამ განცხადების გამო – არჩევნების შემდეგ, თუ მოსახლეობამ პროევროპული, სწორი არჩევანი გააკეთა, ყველა ეს განცხადება ისტორიას ჩაბარდება. საგარეო კურსი შეიცვლება და საფრთხე არ იქნება,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან ლატვიის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა იმდენად რთული ტექნიკური პროცედურაა და არ გონია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდეს.
„არ მგონია, რაიმე პრინციპულად შეიცვალოს ამ განცხადების გამო. გასაგებია, რომ ევროპაში, ზოგადად, ცუდი დამოკიდებულებაა „ქართული ოცნების“ მიმართ. არჩევნების შემდეგ, თუ მოსახლეობამ პროევროპული, სწორი არჩევანი გააკეთა, ყველა ეს განცხადება ისტორიას ჩაბარდება. საგარეო კურსი შეიცვლება და საფრთხე არ იქნება. კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა იმდენად რთული ტექნიკური პროცედურაა, რომ არ მგონია, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდეს. თურქეთს გაწევრიანების არანაირი მოლაპარაკებები არ აქვს დაწყებული და 20 წელია რაც კანდიდატის სტატუსი აქვს. უამრავი რამ მოხდა სასამართლოს, დემოკრატიის შემთხვევაში, რომელიც შანს არ აძლევს თურქეთს გახდეს ევროკავშირის წევრი“,- აღნიშნა რექვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ