,, სანამ კონტროლიდან გამოსულა სიტუაცია, განხეთქილების მიზეზი უნდა გაუქმდეს” – ნათია ფანჯიკიძე

,, სანამ კონტროლიდან გამოსულა სიტუაცია, განხეთქილების მიზეზი უნდა გაუქმდეს” – ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,გუშინწინ ჩემთანაც შემოვიდა ვენესუელადან ზარი, ბუნებრივად ვერ ავიღე, არ მეცალა და რადგან მესიჯი არ მომსვლია – “ემიგრანტი ვარ, ონლაინ დახმარება მჭირდება” ან რამე სხვა, გზააბნეულ ზარად ჩავთვალე და აღარც გადავრეკე. თანაც ამგვარი უცნაური ზარები ადრეც იყო ხოლმე, ფულის ჩამოჭრის გზააო, გაფრთხილებებიც მახსოვს და ამიტომაც ვერიდები ხოლმე აღებას. გუშინ კი აქ დამხვდა პოსტები, ყველგან რეკავენ და ხალხს აგინებენო. ძალიან სასაცილო ხუმრობებიც დაიყარა, რაზეც ბევრი ვიცინე მეც, მაგრამ ამ ზარებზე ის დრო გამახსენდა, დიდწილად ამგვარი სატელეფონო ტერორით რომ მოამზადა კაგებემ პუტჩი. თინეიჯერი ვიყავი და ტელეფონი ოკუპირებული მქონდა, ღამეებს ვათენებდით მე და ხურციძე ლაქლაქში. ხოდა, მოპასუხე ძირითადად მე ვიყავი, ვიღაც ქალები რომ მაგინებდნენ და მწყევლიდნენ. მერე რაც მოხდა იცით და როცა მოხდა, გამსახურდია უკვე იზოლირებული იყო მინიმუმ ნახევარი, დაბნეული, ან მასზე განაწყენებული საქართველოსგან. ხოდა არ მომწონს ეს ზარები, კიდევ ბევრი პროვოკაცია იქნება ახლა კაგებესგან, რადგან ხედავენ მთავრობა სრულყოფილად მზადაა იყოს დაფეთებული და ეჭვებით სავსე, მოსახლეობა კი მზადაა აფეთქებისთვის. ვინც ასეთ გენიალურ იდეებს წარმოშობს და სთავაზობს ოცნების მოლოდეცებს, იმის გამჭვირვალებაა მოსაკითხი. ყოველთვის მზადაა გვალეწინოს თავ-პირი ერთმანეთისთვის. ამჯერად თუ გამოუვიდა, ვინ იცის, შემდეგ თავისი აქ დესანტად გადმოსხმული ბიდლოს “დასაცავადაც” გადმოაყენოს ტანკები. სანამ კონტროლიდან გამოსულა სიტუაცია, განხეთქილების მიზეზი უნდა გაუქმდეს, თუ რათქმაუნდა, სწორედ ეს არაა მიზანი. გაიტანეთ კანონი უკან.”

ასევე დაგაინტერესებთ