სანამ დღევანდელი ფაშისტების დღის წესრიგს დავუქვემდებარებთ ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ვერც ძმები ბერძენიშვილების შიშით ეღირსება თბილისს ერეკლეს ძეგლი და ვერც სალომეს შიშით – სტალინის ხსენება
პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს ავრცელებს და ფაშიზმის დამარცხების 80 წლისთავს ეხმიანება.
ექსპერტის თქმით, პროგრესული სამყარო ფაშისტური გერმანიის საკონცენტრაციო საბანაკო იმპერიის მსხვრევის დღეს აღნიშნავს, თუმცა ამ ფაქტების გახსენება საქართველოში “რუსულ მეხსიერებად” იფუთება იმ ადამიანების მიერ, ვისი წინაპრებიც ფაშისტებთან თანამშრომლობდნენ.
ექსპერტის თქმით, ცინიზმია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, ურსულა დონ დერ ლაიენი და საქართველოში პოლონეთის ელჩი საუბრობს, მაგალითად სტალინის სახლ-მუზეუმის დახურვაზე.
“დღეს მთელი პროგრესული, ნორმალური კაცობრიობა აღნიშნავს ფაშისტური გერმანიის საკონცენტრაციო საბანაკო
“იმპერიის” მსხვრევის საერთაშორისო დღეს, რაც 80 წლის წინ ბუხენვალდით დაიწყო და რაშიც, მათ შორის, პაპაჩემი იოსებ ქართველიშვილი და უამრავი თქვენი პაპა/ბაბუაც იღებდა მონაწილეობას. მაგრამ, ამ და სხვა მსგავსი ფაქტის ღიად გაჟღერება ხომ “რუსული მეხსიერების” ნაწილია და ჯდება ჩვენი იმ “განსაბჭოების” ფარგლებში, რა მისიითაც აქ სალომე ზურაბიშვილია დაკავებული, რომლის ოჯახის წევრები 80 წლის წინ გერმანელ ფაშისტებთან კოლაბორაციაში იყვნენ და რა თქმა უნდა, ჩვენ მისთვის დღემდე იდეოლოგიურად მიუღებელ მტრებს წარმოვადგენთ.
დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლის ბაბუა კარლ ალბრეხტი 80 წლის წინ იყო ნაცისტური ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის ცნობილი ფუნქციონერი და ებრაელების “დაუძინებელი მეგობარი” – ევროკავშირის მაღალი ტრიბუნიდან გვესაუბრება თალმუდზე, როგორც ევროპის სულიერების სიმბოლოზე. არის თუ არა ეს ცინიზმი? დღეს საქართველოში პოლონეთის ელჩი, რომლის მილიონ 100 ათასი თანამემამულე მხოლოდ საკონცენტრაციო ბანაკ აუშვიცში (150 ათასი პოლონელი კათოლიკე და 960 ათასი პოლონელი ებრაელი) დახოცეს გერმანელმა ფაშისტებმა – გვირჩევს ქართველებს იმ სტალინის მუზეუმის დახურვას, რომელმაც მის ქვეყანას დღევანდელობამდე მიღწევის შანსი შეუნარჩუნა. არის თუ არა ეს ცინიზმი?
სად არის დღეს საქართველოში გერმანიის ელჩი? სადაა მისი ტირილი 80 წლის წინ ენით აღუწერელი მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიის დასასრულთან დაკავშირებით? 6 მილიონი უმწეო ადამიანი გასრისეს, ააორთქლეს, არაადამიანური ექსპერიმენტებით გაანადგურეს საკუთარ საკონცენტრაციო ბანაკებში. რით არის დღეს დაკავებული ბატონი ელჩი? პაპაჩემის ხსოვნის და ჩემი მეხსიერების “განსაბჭოებით”? ვაკვირდები გერმანელი ფაშისტების რეაბილიტირების პროცესებს უკრაინაში, ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში – ესენი მზად არიან უკვე დღეს მოახდინონ 1945 წლის “ნიურნბერგის” გადახედვა.
ყოველი კონკრეტული ფაქტის გარშემო ევროპარლამენტის და PACE-ს აღშფოთებულ რეზოლუციას პერსპექტივა არ უწერია, რადგან ის იმ ფაშისტების ამჟამინდელი შვილიშვილი-ფაშისტების მიერ იქნება მიღებული.
ვერც ერთი იმდროინდელი, თუ ამდროინდელი ფაშისტი მე ვერ დამიშლის ნაციზმის დამარცხების საქმეში სტალინის და ბერიას უმთავრესი როლის ხაზგასმას, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მათ მიერ შექმნილმა სისტემამ 1932 წელს მახათას მთაზე 10 წლის ბებიაჩემის მამის, თავადი პავლე ზედგინიძეს სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოიყვანა. და აქ არავინ არაა საბჭოთა იმპერიაზე ნოსტალგიით დაკავებული. მაგრამ, ნაციზმი ვინ დაამარცხა? ეიზენხაუერმა თუ შარლ დე გოლმა? სანამ დღევანდელი ფაშისტების დღის წესრიგს დავუქვემდებარებთ ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ვერც ძმები ბერძენიშვილების შიშით ეღირსება თბილისს ერეკლეს ძეგლი და ვერც სალომეს შიშით – სტალინის ხსენება ფაშიზმის დამარცხებიდან მე-80 წლისთავს,”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
Next: ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობის აღდგენით საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება
