სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა 450 000 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის ამნისტიას აქტი ეხება ადმინისტრაციულ ჯარიმებს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა 450 000-ზე მეტი ადამიანი შეიწყალა, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პრეზიდენტის შტაბის ყოფილი უფროსი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
იუნ სუკ იოლმა განაცხადა, რომ შეწყალებულთა სია ეკონომიკის აღორძინების აქცენტით მომზადდა, რადგან მძღოლებს, რესტორნებში დასაქმებულ პირებს და მეთევზეებს სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული ჯარიმებისგან ათავისუფლებს.
„მთავრობა ყოველდღიური ეკონომიკური საქმიანობისთვის სასარგებლო ზომების მიღებას გააგრძელებს. იმედი მაქვს, რომ ეს შეწყალება, რომელიც დღესასწაულის წინ ხდება, ეკონომიკას სიცოცხლისუნარიანობას შემატებს“, -განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის მთავრობა დღესასწაულების წინ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებსა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს სპეციალური ტიპის ამნისტიას ხშირად ანიჭებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი სახელმწიფო დეპარტამენტის წერილზე – გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია და არანაირი საფრთხე რომელიმე ორგანიზაციას არ ემუქრება, როგორიც რუსულ ან სხვა ხისტ კანონებშია, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს გააჩნია