სამხრეთ კორეის დაზვერვის სააგენტო – უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეამ, შესაძლოა, ივლისში ან აგვისტოში რუსეთში დამატებითი ჯარები გაგზავნოს

უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეამ, შესაძლოა, ივლისში ან აგვისტოში რუსეთში დამატებითი ჯარები გაგზავნოს,- ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის დაზვერვის სააგენტო ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახური (NIS) მიიჩნევს, რომ რუსეთი შესაძლოა ივლისში ან აგვისტოში უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ემზადებოდეს, რისთვისაც მას დამატებითი შენაერთები დასჭირდება.
მათივე თქმით, ამის ვარაუდის საფუძველს ჩრდილოეთ კორეის მიერ ჯარების ახალი მობილიზაცია და რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების მაღალი თანამდებობის პირების ფხენიანში ბოლოდროინდელი ვიზიტები აძლევთ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა