“სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი არაერთი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა” – ღარიბაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აჭარასა და იმერეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ღარიბაშვილი თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო. სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი არაერთი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ