სამუშაო ბევრი იქნება. ჩვენ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ საქართველოთი დაიწყება ახალი ადმინისტრაციის ცხოვრება და საქართველო იქნება ნომერ პირველი საკითხი, რომლითაც დაკავდება ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სამუშაო ბევრი იქნება. ჩვენ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ საქართველოთი დაიწყება ახალი ადმინისტრაციის ცხოვრება და საქართველო იქნება ნომერ პირველი საკითხი, რომლითაც დაკავდება ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
სამუშაო ბევრი იქნება. ძალიან გართულებულ მდგომარეობაში რჩება ურთიერთობები საქართველოსა და -ს შორის. ჩვენ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ საქართველოთი დაიწყება ახალი ადმინისტრაციის ცხოვრება და საქართველო იქნება ნომერ პირველი საკითხი, რომლითაც დაკავდება ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაცია, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„თუმცა, სამუშაო ბევრად უფრო მეტი იქნება ამ პირობებში, როდესაც ურთიერთობები არის ამ ნიშნულამდე გაფუჭებული და კიდევ უფრო ცდილობენ გააფუჭონ. არა მხოლოდ -სთან, ჩვენ ვხედავთ იგივე გავლენებს ევროპაში, ევროკავშირთან ურთიერთობებში და საკმაოდ დამძიმებულ ურთიერთობებს, რის აღდგენასაც დრო და ენერგია დასჭირდება.
აქ არის ჩვენი ერთგვარი მოთმინების პოლიტიკა და ნაკლები განცხადებების კეთება იმისთვის, რომ ჩვენ მაინც დავიცვათ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად დაზიანებისგან და შემდგომ უკვე ჩვენი სურვილი, რომ სწორ მომენტში იქნება შესაძლებელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გვქონდეს ის ურთიერთობა, რომელიც შინაარსით დატვირთავს სტრატეგიულ პარტნიორობას და არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ სახელი.
ამ სტრატეგიული პარტნიორობის უკან დგას ისტორია, სადაც საქართველოს თავისი ძალიან ღირებული წვლილი აქვს შეტანილი. ყველას კარგად ახსოვს ჩვენი მონაწილეობა მისიებში და ეს არის რაღაც, რაც არ უნდა დავივიწყოთ, რადგან სწორედ ეს იყო იმ სტრატეგიული პარტნიორობის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში