სამტრედიის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

სამტრედიის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.
იმ კორპუსის გარდა, სადაც აფეთქება მოხდა, დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსები, კომერციული ფართები და ავტომანქანები.
“მოპირდაპირე კორპუსში ვცხოვრობ. საშინელი ხმა იყო. მთელი კორპუსი შეზანზარდა. მეგონა, მინები ჩაიმსხვრა, იყო ნგრევა. როგორც ვიცი, არავინ დაშავებულა”, – აცხადებს ერთ-ერთი პირი, რომელიც მომხდარი შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი” – ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ მიესალმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს