სამთავრობო პროგრამის სათაური ყველაფერს ამბობს: „ევროპული სახელმწიფოსთვის“ – ეს არის საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მიზანი

სამთავრობო პროგრამის სათაური ყველაფერს ამბობს: „ევროპული სახელმწიფოსთვის“ – ეს არის საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მიზანი
თუ დააკვირდებით სამთავრობო პროგრამის სათაურს, ის ყველაფერს ამბობს: „ევროპული სახელმწიფოსათვის“. ეს არის საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მიზანი, მაგრამ ამავდროულად, საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც მოთავსებულია ლუქსემბურგს, ნიდერლანდსა და ბელგიას შორის. ჩვენ ვართ იმ რეგიონში, სადაც მრავალი ინტერესი იკვეთება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, საქართველომ უნდა გაატაროს გამოწვევებზე მორგებული პოლიტიკა. ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის სრული რეალიზაცია მოხდეს, შესაბამისად, მთავრობა ჩინეთთან ურთიერთობას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.
„ჩვენი პოლიტიკაც ვალდებულია, რომ მრავალი ინტერესის გადაკვეთის ადგილზე იყოს ადეკვატურად მოწოდებული ყველა ამ ინტერესების თუ გამოწვევების საპასუხოდ.
დღეს, ერთ-ერთი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ დასავლეთ-აღმოსავლეთის დერეფნის სრულმასშტაბიანი რეალიზაცია მოხდეს, სახეზე გვაქვს. გამომდინარე აქედან, ჩინეთი არის ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი აქტორი და ეს მიმართულება, ბუნებრივია, რომ მთავრობის საქმიანობის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება. ამიტომ აქ ყველაფერი არის ლოგიკური და ნორმალური. ასე რომ, ძალიან ვთხოვ ჩვენს ძვირფას ოპოზიციას, ეტლის ცხენივით თვალებზე ნუ აგვაფარებენ საფარებს. საქართველო იყურება თავისი სტრატეგიული მიმართულებისკენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის უფლებაც და ვალდებულებაც, რომ ყველა შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის გამოვიყენოთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
Next: დადგა დრო, საქართველომ დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, დალაგება და რატომაც არა, თუ ჩვენი ახალი სტრატეგიული პარტნიორი გახდება?! – ნუკა არველაძე

ასევე დაგაინტერესებთ