“სამართლიანი არჩევნები“ – ორგანიზაცია სოციალურ მედიაში მოქმედ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებსა და ანონიმურ გვერდებს დააკვირდა – გამოიკვეთა თანხვედრა მათ გზავნილებსა და “ქართული ოცნების” რიტორიკას შორის

“სამართლიანი არჩევნები“ ინფორმაციით, ორგანიზაცია 2025 წლის პირველ კვარტალში სოციალურ მედიაში მოქმედ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებსა და ანონიმურ გვერდებს დააკვირდა, რის შედეგად გამოიკვეთა თანხვედრა მათ მიერ გავრცელებულ გზავნილებსა და “ქართული ოცნების” რიტორიკას შორის.
“სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, აღნიშნული გვერდები ღიად უჭერდნენ მხარს “ქართულ ოცნებას“, ახდენდნენ პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების დისკრედიტაციას, აქტიურად ავრცელებდნენ “დიფ სთეითთან“ დაკავშირებულ ანტიდასავლურ შეთქმულების თეორიას და ცალკეული ევროპული სახელმწიფოების, დასავლური ქვეყნების ელჩებისა და ევროპელი პოლიტიკოსების საწინააღმდეგო განცხადებებს.
“სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა რუსული საინფორმაციო მანიპულაციები და ჩარევები.
“საანგარიშო პერიოდში რუსეთი ორ ძირითად საინფორმაციო ოპერაციას აწარმოებდა “ფეისბუქზე“ ანონიმურად მოქმედი ქსელისა და რუსული Pravda-ის ქართულენოვანი ვებსაიტის საშუალებით.
როგორც რუსეთიდან მართული ანონიმური ქსელი, ასევე Pravda-ის ეკოსისტემა, ავრცელებდა გზავნილს, რომ აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის მსგავსად, დასავლურ ფონდები და ევროკავშირი ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და რევოლუციის მოწყობას აფინანსებდნენ. რუსული ქსელი დასავლეთის ქვეყნებსა და დიპლომატებს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობასა და ხელისუფლებაზე ზეწოლაში სდებდა ბრალს, მათ შორის სანქციებზე მითითებით”, – აცხადებს “სამართლიანი არჩევნები”.
„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება ვრცლად იხილეთ ბმულზე

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა