სალომე სამადაშვილი – რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მარტო სცემენ, არამედ კლავენ კიდევაც – თუ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ იგივე გზას დაადგება და ვინმეს შეეშინდება, ძალიან შემცდარა

რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მარტო სცემენ, არამედ კლავენ კიდევაც. თუ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ იგივე გზას დაადგება ამ ქვეყანაში და ვინმეს შეეშინდება, ძალიან შემცდარა,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში ოპოზიციას ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „პოლიტიკური ძალადობა რუსულმა ხელისუფლებამ უკვე ნორმად გახადა“.
„პოლიტიკური ძალადობა რუსულმა ხელისუფლებამ უკვე ნორმად გახადა. რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მარტო სცემენ, არამედ კლავენ კიდევაც. თუ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ იგივე გზას დაადგება ამ ქვეყანაში და ვინმეს შეეშინდება, ძალიან შემცდარა. ნაცემია „ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და ახლაც პატიმრობაშია. ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმა ყველას გვახსოვს და მაინტერესებს, რას ცვლის და რუსული უმრავლესობის სხვა წევრები აქ? თვითონ დაუსჯელად შეუძლიათ თავს დაესხნენ ოპოზიციონერ დეპუტატებს და თავად, დაქირავებული ჰყავს ბიძინა ივანიშვილს პოლიციური უწყებები, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს გარეთ გაუსწორდნენ? არავის ეშინია არანაირი ძალადობის. ყველა შემთხვევაზე რეაგირებას მოვითხოვთ, მათ შორის, ს წინააღმდეგ გუშინ სამარცხვინოდ განხორციელებულ თავდასხმაზე“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა