ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას 7 ქვეყანასთან, მათ შორის აშშ-სთან გეგმავს

უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებებს კიდევ შვიდ ქვეყანასთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, ამზადებს.
“ვამზადებთ უსაფრთხოების კიდევ შვიდ ახალ დოკუმენტს ჩვენი სახელმწიფოსთვის – ორმხრივ შეთანხმებებს უსაფრთხოების საკითხზე, კერძოდ, შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების შეთანხმებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი განმარტებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი შეთანხმების პროექტი უკვე მომზადებულია და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეთანხმებები უახლოესი წლების განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერა გახდება, ვიდრე ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდება.
„ვავსებთ შეთანხმების პროექტებს უკრაინისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი და ჩვენი პარტნიორებისთვის უფრო ძლიერი შესაძლებლობებით. ცხადია, რომ განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება ყველაფერს, რაც რუსული ტერორისგან უკეთ დაგვიცავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ