სალომე სამადაშვილი – ივანიშვილს ერთი სათამაშო მობეზრდა და გადააგდო ღარიბაშვილის სახით და მეორე მის სათამაშოს არქმევს პრემიერ-მინისტრს – საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება

ივანიშვილს ერთი სათამაშო მობეზრდა და გადააგდო ღარიბაშვილის სახით და მეორე მის სათამაშოს არქმევს პრემიერ-მინისტრს – საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ს მოისვრის არა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე არამედ, ქართველი ხალხი ივანიშვილთან ერთად.
„მე პირადად არანაირი შეკითხვა აღარ მაქვს არც კობახიძესთან და არც მთავრობის შემადგენლობასთან იმიტომ, რომ ვფიქრობ, გასული დღეების განმავლობაში, ძალიან ნათლად ვნახეთ, რომ საქართველოს მოქალაქისთვის არაფერი იცვლება. ჩვენ გვეყოლება იგივე კორუმპირებული ს მსახური ხელისუფლება, უბრალოდ, ივანიშვილს ერთი სათამაშო მობეზრდა და გადააგდო ღარიბაშვილის სახით და მეორე მის სათამაშოს არქმევს პრემიერ-მინისტრს. დღეს ამას გააფორმებს ის ფორმალური შემადგენლობა, რომელსაც პარლამენტში ჰქვია ხალხის წარმომადგენელი უმრავლესობა და რეალურად არიან ივანიშვილის დანიშნული დეპუტატები“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …