სალომე სამადაშვილი – ვეტოს დაძლევა იქნება კიდევ ერთი სიგნალი „ქართული ოცნებისგან“, რომ ეს პოლიტიკური ძალა ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ს განცხადებით, საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა იქნება კიდევ ერთი სიგნალი “ქართული ოცნებისგან”, რომ “ეს პოლიტიკური ძალა ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას”.
როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი მოცემულობით, იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის არცერთი მოთხოვნის შესრულებისკენ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა, არავინ აპირებს საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნას“.
„ვეტოს დაძლევა იქნება კიდევ ერთი სიგნალი „ქართული ოცნებისგან“, რომ ეს პოლიტიკური ძალა ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. დადასტურდება ის, რასაც დიდი ხანია ვამბობთ – სანამ ივანიშვილის გუნდი მართავს ქვეყანას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ ემუქრება”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ