სალომე სამადაშვილი – დიახ, უნდა აირჩიო: უპირისპირდები ოკუპანტს ან ირჩევ შეფურთხებას სახეში და საჭმელში – შალვა პაპუაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ გადაწყვიტეს, რომ დადგნენ იმ მხარეს, სადაც არის ფურთხი საკუთარი საზოგადოებისგან

სასამართლოს მორალური გაკოტრება შედგა. შალვა პაპუაშვილმა თვითონ გადაწყვიტა, რომ დადგნენ ისტორიის იმ მხარეს, სადაც არის, დიახ, ფურთხი საკუთარი საზოგადოებისგან, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, 12 იანვარს რესტორან „ბაბილოსთან“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მოსამართლეები კორპორაციულ წვეულებას, მოქალაქეების პროტესტისა და საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე მართავდნენ.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, სადაც ის მოსამართლეებისთვის საჭმელში ჩაფურთხების მოწოდებას ლიეტუვურ სტილს უწოდებს, აჩვენებს, რომ ხელისუფლება რუსეთს ემსახურება და საზოგადოებისგან ფურთხს იმსახურებს.
„დიახ, უნდა აირჩიო – ან უპირისპირდები ოკუპანტს, ან ირჩევ საუთარი ხალხის შეფურთხებას სახეში და საჭმელში. მათ თავისი არჩევანი გააკეთეს, მათ გადაწყვიტეს დამდგარიყვნენ ისტორიის იმ მხარეს, სადაც არის ფურთხი საკუთარი საზოგადოებისგან. რაც შეეხება გამოხმაურებას, ბალტიისპირეთის ქვეყნებში მართლა იყო ეს [საჭმელში ჩაფურთხება] რუსების, როგორც ოკუპანტების მიმართ რეაგირება. კიდევ ერთხელ აჩვენა პაპუაშვილმა, ვის მხარეს არის – ესენი არიან რუსები. მათ აირჩიეს, რომ ემსახურონ რუსებს და რუსების და ოკუპანტების სამსახურში მყოფი ხალხი ქართველი ხალხისგან მხოლოდ ფურთხს დაიმსახურებს. ამ ფაქტს უნდა შეეგუონ“, – განაცხადა სამადაშვილმა.
პოლიტიკოს, ასევე გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პარლამენტის წევრებსა და მოქალაქეს შორის არსებულ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტის წევრები რეალურად კრიმინალური სინდიკატის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც უთხრეს, რომ პარლამენტის წევრის როლი უნდა შეასრულონ.
„აბუ-დაბიში ინციდენტს რაც შეეხება, მნიშვნელოვანია ლაშა გაბიტაშვილს თანადგომა გამოვუცხადოთ, რადგან ჩვენ მათ შორის ვნახეთ მუქარაც – „ჩამოხვალ თბილისში“… ასევე, ვნახეთ რეალობა, რომ საქართველოს მოქალაქე შესაძლოა უკეთ იყოს დაცული სხვა ქვეყანაში, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში. ჩვენი სამართალდამცავი სისტემა გადაიქცა რეჟიმის, “ტიტუშკების” და ძალმომრეობის მცვლელად. კალაძე, რომელიც კრიმინალურ ავტორიტეტებთან მეგობრობით ამაყობს და გარეგნობით კრიმინალური სუბკულტურის პატივისცემას ასხივებს, რას იტყვის სხვას, რომ – დედის გინებას არავის შეარჩენს. საჯარო პირს თმენის ვალდებულება აქვს. ეს ხალხი არანაირი პოლიტიკოსები არ არიან, ესენი არიან კრიმინალური სინდიკატის წარმომადგენლები, რომლებსაც უთხრეს, რომ თქვენ ახლა გერქმევათ პარლამენტის წევრები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გარდა ამ თემებისა, სამადაშვილმა კოალიციის ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის -ში ვიზიტსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე შეერთებული შტატების პოზიციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ს საგარეო პოლიტიკურ გუნდს საკმაოდ ხისტი პოზიციები აქვთ გამოხატული საქართველოში ს გავლენასთან, „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.
„საქართველოს მომავლისთვის ახლა წყალგამყოფი მომენტია, ან ვამარცხებთ რეჟიმს და ვუბრუნდებით ევროპული განვითარების გზას, ან საქართველო დიდი ხნით ჩამოშორდება ევროპულ წიაღს და აღმოჩნდება საბოლოოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ. ამ მომენტში სტრატეგიული მოკავშირის პოზიცია უმნიშვნელოვანესია. აშშ-ს კონგრესში დაინფიცირებულია „MEGOBARI აქტი“, რომელიც საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად კონკრეტული პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს და მეორე „არაღიარების აქტი“, რომელიც ითვალისწინებს, რომ არალეგიტიმური რეჟიმისთვის არ მოხდეს რაიმე სახის ლეგიტიმაციის მინიჭება. ასევე აღსანიშნავია, რომ კონგრესთან ერთად აღმასრულებელი შტოც მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ჰელსინკის კომისიის დასკვნა აშშ-ში ყველა ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია და არც ტრამპის ადმინისტრაცია იქნება გამონაკლისი. ჩვენ თუ შევხედავთ საგარეო პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც ტრამპი ნიშნავს, საკმაოდ ხისტი პოზიციები აქვთ ამ ხალხს გამოხატული, საქართველოში რუსეთის გავლენასთან „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ასევე გამოქვეყნდა მასალა, რომ ხელისუფლებას ორბანის ადმინისტრაციის დიდი იმედი ჰქონდა, რომ ტრამპთან რაღაცის მოგვარებაში დახმარებოდა და ამისთვის, როგორც ჩანს, დიდ ფულსაც იხდიდნენ ორბანის გარემოცვაში, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ორბანის ხელისუფლება თავად არის სანქცირებული აშშ-ს მიერ. ამიტომ წრე საკმაოდ მჭიდროდ იკვრება, სადაც კიდევ უფრო იზოლირებული და კუთხეში მიმწყვდეული რჩება. მე არ მაქვს განცდა, რომ თვითონ ხელისუფლება და მისი საყრდენები ვერ ხვდებოდნენ, თუ რა მძიმე არის მათი მდგომარეობა. მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ საზოგადოებას თავი მოაჩვენონ, თითქოს ყველაფერი კარგად არის და მათ არაფრის ეშინიათ. ხვალ გამაფრთხილებელი გაფიცვაა და ჩვენი ამოცანაა ხელისუფლებამ უკვე არამხოლოდ გაიაზროს, რომ ისინი სერიოზული გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე არიან, არამედ ფუნქციონირება ვეღარ შეძლოს ნორმალურ რეჟიმში, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. ასევე, მაკრონის სატელეფონო საუბარს ჰქონდა დატვირთვა, რომ რაღაც შანსი მიეცა, ასე მუშაობენ დასავლური მთავრობები, შანსებს იძლევიან, რომ კეთილი ნებით ვითარების ნორმალიზაციისკენ წავიდეს საქმე. ივანიშვილი არ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორი და მოვლენა, ის არის პუტინის პოლიტიკის გაგრძელებაა. პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით გვესმის, რომ საერთაშორისო ზეწოლის გარეშე ამის უზრუნველყოფა რთული იქნება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.