“ვადევნებ თვალყურს ამ საღამოს მოვლენებს სასახლიდან და თქვენ გვერდით ვარ, როგორც არაერთხელ მითქვამს.
როგორც ყველა, დღევანდელი არაჩვეულებრივი გამოსვლაც აჩვენებს მთელ მსოფლიოს საქართველოს ხალხის განწყობას, შემართებას და მიზანიმართულობას.
ეს არის უდიდესი ძალა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიგოთ ის გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც თავდება არჩევნებზე, რომ საქართველო არ იქნება რუსეთი და არასოდეს არ იქნება რუსეთი.
მე მინდა, ამავე დროს მივმართო იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ამ დონეზე თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ.
მინდა, მივმართო მათ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება, იქ მეორე მოსმენით უკვე მიღებულია კანონი და ჩვენი ბრძოლა უკვე პრაქტიკულად ეს კანონი არ არის, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ამ ბოლო დროს ამ ხელისუფლების მიერ და რომელიც გვაშორებს ჩვენი ევროპული გზიდან.
ეს არის ჩვენი მიზანი. ასე რომ კარით არაფერი გადაწყდება, გარდა გაზის გამოშვების და ძალადობისა, რაც არ არის საჭირო, რომ გამოვიწვიოთ, რადგან ძალადობასთან გვექნება უთუოდ საქმე მომავალში.
დღეს არის ვნების კვირა, დღეს არის ის პერიოდი, როცა არ შეიძლება გამოწვევა ძალადობის, ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი. ჩვენ ვიყოთ მშვიდობიანად რუსთაველის გამზირზე, სადაც კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მსოფლიოს, თუ რა არის საქართველო, რა შეუძლია საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდობას” – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მიმართავს