სალომე ზურაბიშვილი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პოზიციას 9 ივლისს დააფიქსირებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პოზიციას 9 ივლისს დააფიქსირებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი დღეს აპირებდა საზოგადოებისთვის გაეცნო მისი პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, განცხადება გადაიდო.
„პრეზიდენტი თავის პოზიციას დააფიქსირებს ოთხშაბათს, 9 ივლისს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს