სალომე ზურაბიშვილი დღეს შეხვედრებს ესტონეთში გამართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი , ლიეტუვისა და ლიტვის შემდეგ, ესტონეთს ეწვია, სადაც ს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები გაიმართება.
ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტალინში დღეს სალომე ზურაბიშვილი ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდება, ხვალ კი დაგეგმილია შეხვედრები ესტონელ კოლეგასთან, ალარ კარისთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ლაური ჰუსართან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარკო მიჰკელსონთან და კომიტეტის წევრებთან.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის განმარტებით, ესტონეთში ვიზიტისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან და ანალიტიკოსებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში (ICDS), სადაც მას ICDS-ის დირექტორი კრისტი რაიკი უმასპინძლებს. ტალინში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში? – შარმანაშვილმა კი, 2013 წელს, ელჩობის დროს, რესტორანში დამპატიჟა და ორ ქაბაბს ირტყამდა თავში: „რანაირად წავაგეთ არჩევნებიო“

ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღების შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომის საჯაროობა დაცულია, გაშუქების საკითხზე გადაწყვეტილებას კი თავად არ იღებს