სალომე ზურაბიშვილი დაემსგავსა ძნელად აღსაზრდელ ბავშვს, რომელიც „შატალოზე“ დადის, უშლიან, დასაჯეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სახით, მაგრამ მაინც არ იშლის თავისას

„სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ როდესაც გადადგება, ვინმემ მიიღოს და შეიფაროს პოლიტიკურ პარტიაში,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, როცა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, დაესწროს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას. მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილისადმი ოპოზიციის მხრიდან მეტ-ნაკლები ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ მას, თუნდაც ფორმალურად, გარკვეული უფლებები გააჩნია.
„სამწუხარო მოცემულობაა, რომ ზურაბიშვილი დაემსგავსა ძნელად აღსაზრდელ ბავშვს, რომელიც „შატალოზე“ დადის, უშლიან, დასაჯეს ერთხელ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სახით, მაგრამ მაინც არ იშლის თავისას. ეს მოცემულობა შექმნა სალომე ზურაბიშვილმა მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე. ერთი, რომ რადიკალიზმის გაღვივებას ემსახურება ეს ყველაფერი და მეორე, ისე გაუფასურდა ეს მისი „შატალოები“ უცხოეთში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ყველა აღიქვამს მისგან ამ ნაბიჯებს, როგორც არასერიოზულს.
უბრალოდ, მას უნდა, რომ როდესაც გადადგება, ვინმემ მიიღოს და შეიფაროს პოლიტიკურ პარტიაში მაგრამ მე მგონია, რომ ეს ასე ვერ იქნება, იმიტომ, რომ როცა ეს ფორმალური უფლებებიც აღარ ექნება, რაც დღეს გააჩნია, მას სერიოზულად აღარავინ მიიჩნევს და ვნახავთ ყველა, როცა მის ბრიფინგზე მის განცხადებაზე, ერთი ჟურნალისტიც არ დადგება,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი