სალომე ზურაბიშვილი: გიდასტურებთ, საქართველო იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე თავისი ბოლო ყოველწლიური მოხსენების დასკვნით სიტყვაში უპასუხა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ს და თქვა, რომ საქართველო იმსახურებდა და დაიმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას.
“იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ, მინდა გავიმეორო, დაგიდასტუროთ, რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას. ეს არის მის ერთადერთი მომავალი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მანამდე, პრეზიდენტის სიტყვის შეფასების შემდეგ მდინარემ მას სთხოვა “ახლა მაინც, როდესაც დასკვნით სიტყვაში გამოხვალთ, თქვათ: საქართველო იმსახურებდა თუ არა კანდიდატის სტატუსს. საქართველომ ეს სტატუსი მიიღო დამსახურებულად”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდანტმა ირაკლი მ, დღეს 6 თებერვალს მედიასთან საუბარშ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ “ პირდაპირ ლობირებდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ერთხელ ვერ ვათქმევინეთ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს რომ იმსახურებდა”.
გასულ წლის სექტემბერში, იმჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გაიმეორა, მანამდე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, იმის შესახებ რომ სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, “ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ 12 რეკომენდაციას” და „მან თქვა ყველაზე შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს“.
2023 წლის 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა, ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად სა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.
გაწევრიანების საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკების დასაწყებად, ევროკავშირიცხრა ნაბიჯის შესრულებას მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ