– გარე ჩარევის მიუხედავად, რუმინელი ხალხის ხმა ნათელი და მტკიცე იყო – ვულოცავ რუმინეთს და ნიკუსორ დენს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ნიკუსორ დენს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„რუმინელი ხალხი ფეხზე დადგა დემოკრატიისა და ევროპისთვის. გარე ჩარევის მიუხედავად, მათი ხმა ნათელი და მტკიცე იყო. ვულოცავ რუმინეთს და ნიკუსორ დენს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი