ბალტიის ქვეყნების ევროპის ელექტროგადამცემ ქსელზე შეერთებაზე – მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნამდვილი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ

მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნამდვილი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, პლატფორმა X-ზე ბალტიის ქვეყნების – ლიეტუვას, ლატვიას და ს კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელზე შეერთებას.
სალომე ზურაბიშვილი ულოცავს ბალტიის ქვეყნებს „ღირსშესანიშნავ მომენტს“.
“ვულოცავ ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს ღირსშესანიშნავ მომენტს. თქვენ გამოეთიშეთ რუსულ ელექტროენერგიას და მთლიანად ინტეგრირდით ევროპულ ქსელში. მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნამდვილი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ”, – წერს ზურაბიშვილი.
ბალტიის ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელს შეუერთდნენ. შეგახსენებთ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ თავიანთი ელექტროსისტემები ს ელექტროქსელიდან 8 თებერვალს გათიშეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს