საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ გაცნობითი შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში რობინ დანიგანთან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ელჩს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებისა და სამართალწარმოების შესახებ ესაუბრა.
„ამასთანავე, მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერილი პროექტების მნიშვნელობა საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერების და, საზოგადოდ, საქართველოში სამართლის უზენაესობის განმტკიცების თვალსაზრისით.
მერაბ ტურავამ მადლობა გადაუხადა ელჩ დანიგანს ვიზიტისთვის და საქართველოს ძლიერი და მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოში როგორც მართლმსაჯულების, ასევე ეკონომიკური განვითარების, სოციალური თუ სხვა საჭირო მიმართულებებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა