საიდუმლო დოკუმენტების საქმე – ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა გრძელდება

ფედერალურმა მოსამართლემ, რომელიც ზედამხედველობს სისხლის სამართლის საქმეს ს წინააღმდეგ, მიანიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხრიდან მოთხოვნების მიმართ გახსნილია. მიმომხლილველთა ნაწილისთვის, ეს იმის ნიშანია, რომ პროკურორებს წინ რთული გზა ექნებათ. საქმე ეხება ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპი საიდუმლო დოკუმენტებს არასათანადოდ მოეპყრო.
შეერთებული შტატების საოლქო მოსამართლე ეილინ ქენონმა, რომელიც პრეზიდენტობის დროს, თანამდებობაზე დონალდ ტრამპმა წარადგინა, ტრამპს და პროკურორებს სთხოვა, შესთავაზონ ორ იურიდიულ სცენარზე დაფუძნებული ინსტრუქციების ვარიანტები ნაფიცი მსაჯულებისთვის, რომელიც უპირატესობას ტრამპის განცხადებებს ანიჭებს და ეროვნული უსაფრთხოების დარგის იურისტების აზრით, ბრალდებებთან ნაკლებად არის დაკავშირებული.
-ის 45-ე პრეზიდენტის მხარე და საგანგებო პროკურორი ჯეკ სმიტი, რომელმაც საქმე წამოიწყო, მოსამართლის ორდერს სამშაბათამდე უნდა გამოეპასუხონ.
მიმომხილველთა ნაწილის დაკვირვებით, ეს დავა კიდევ ერთი მაგალითია, როდესაც მოსამართლე ქენონი ტრამპის იურიდიულ არგუმენტებს დამაჯერებლობას ანიჭებს და იმ დროს, როდესაც თავის ბევრ სხვა იურიდიულ საქმეზე, ტრამპი მოსამართლეებთან დაპირისპირებაში შედიოდა, მოსამართლე ქენონი მისი დაცვის პოზიციის მიმართ ყურადღებით იყო განწყობილი იმგვარად, რომ შეიძლება ამან დოკუმენტების საქმის მიმართულება შეცვალოს.
„ხედავთ სასამართლოს, რომელიც ერთი მხარის შეხედულებებს მეორე მხარესთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს და ხედავთ ორდერებს და გადაწყვეტილებებს, რომელიც ამას ასახავს“, – თქვა ბრენდონ ვან გრეკმა, იუსტიციის დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების დარგში ყოფილმა ოფიციალურმა პირმა.
ტრამპმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა ბრალდებებზე, რომ მან შეგნებულად დაიტოვა საიდუმლო ჩანაწერები, რომელიც შეერთებული შტატების ეროვნულ თავდაცვას ეხებოდა და ხელი შეუშალა მთავრობას ამ დოკუმენტების ამოღებაში.
მოსამართლის ბოლო ორდერი ეხება ტრამპის განცხადებას, რომ მან 1978 წლის კანონის საფუძველზე, რომელიც ყოფილ პრეზიდენტებს უფლებას აძლევს შეინახონ ჩანაწერები, რაც მათ ოფიციალურ მოვალეობებთან არ არის დაკავშირებული, დოკუმენტები პირად ჩანაწერებად მიიჩნია.
ტრამპის ადვოკატები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება, ჩანაწერები შეენახა აჩვენებს, რომ მას ის პირად საკუთრებად მიაჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ