საია-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, 2019-2024 წლებში, ადმინისტრაციული პატიმრობა, ჯამში, 7642 პირს შეეფარდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე 2019-2024 წლების ადმინისტრაციული პატიმრობის სტატისტიკას აქვეყნებს.
როგორც საია-ს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს სტატისტიკა წლების მიხედვით მზარდია.
უფრო კონკრეტულად, ნონა ქურდოვანიძის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2019-2024 წლებში, ადმინისტრაციული პატიმრობა, ჯამში, 7642 პირს შეეფარდა.
“როგორ იზრდებოდა ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი წლების მიხედვით:
2019 წელი – ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 901 პირს;
2020 წელი – ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 662 პირს;
2021 წელი – ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 620 პირს;
2022 წელი – ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 1707 პირს;
2023 წელი – ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 1961 პირს;
2024 წელი – ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 1791 პირს”, – წერს ნონა ქურდოვანიძე.