ჩვენ გვაქვს მტკიცებულები, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ მზიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე დაწყებულია ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით , – ამის შესახებ „ნეტგაზეთისა“ და ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ მედიასთან განაცხადა.
ადვოკატის განმარტებით, საქმეში ოქმები არის გაყალბებული და შეიცავს არასწორ ინფორმაციას.
„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს იმას, თუ რას მოჰყვა მზია ამაღლობელის დაკავება. ეს იყო კედელზე სტიკერის გაკვრა. სტიკერი იყო ისეთი, რომ კედელს ადვილად ძვრება და არავითარ კვალს ტოვებდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ ამ მუხლით დაკავების უფლება არ ჰქონდათ, თუმც მზია უკვე ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, მათ მოიგონეს ახალი ვერსია, თითქოს პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა. სწორედ, ამიტომ ვამბობთ, რომ ოქმები არის გაყალბებული, ის შეიცავს არასწორ ინფორმაციას. მათ შორის, არასწორია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მზია დააკავა სხვა პოლიციელმა, როდესაც კადრებში ჩანს, რომ მზიას გრიგოლ ბესელია აკავებს, რომელიც აჭარის პოლიციის ხელმძღვანელია. დღეს იყო მტკიცებულებების წარდგენის ეტაპი და ეს გარემოებები დღეს მტკიცებულების სახით წარმოვადგინეთ. შუამდგომლობის ბევრი ნაწილი წარმოვადგინეთ, რომელთა დიდი ნაწილი საქმეს დაერთო, რაც არ დაკმაყოფილდა იმაზე შემდგომ ვიდავებთ.
ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ მზიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე დაწყებულია ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით და ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – აცხადებს ქურდოვანიძე.
