სათაურისგან დამოუკიდებლად შინაარსი სიტყვა-სიტყვით სწორია – შოლცის მთარგმნელი ხელისუფლების კრიტიკაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ამბობს, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მასპინძელი ქვეყნის ლიდერის განცხადებას “ქართული რადიკალური ოპოზიციის სახე თარგმნიდა”. პრემიერმა ქართული მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში ასე ახსნა კანცლერის განცხადების ქართულ თარგმანში „უცხო ქვეყნის გავლენების შესახებ“ კანონპროექტის ნაცვლად ე.წ. აგენტების კანონის ხსენება.
გერმანიაში ვიზიტით მყოფი ოლაფ შოლცს შეხვდა, მათ პრესკონფერენციაზე განცხადებები თბილისის დროით დაახლოებით 15:15 საათზე გერმანულ ენაზე გააკეთეს. კობახიძის განცხადებას ქართული მხარის დაქირავებული თარჯიმანი თარგმნიდა, შოლცის სიტყვას კი ფედერალური კანცელარიის მიერ დაქირავებული თარჯიმანი ზაალ ანდრონიკაშვილი.
„ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვსაუბრობთ ე.წ. აგენტების კანონზე. მას შემდეგ, რაც შარშან მისი მსვლელობა შეჩერდა, იმედი გვქონდა, რომ ეს საკითხი აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“, – თქვა ზაალ ანდრონიკაშვილმა მაშინ, როცა ს სიტყვას თარგმნიდა.
თავად გერმანიის კანცლერმა ახსენა კანონპროექტის სრული სახელი (უცხო ქვეყნის გავლენების შესახებ), თუმცა არა „აგენტების კანონი“, როგორც ამას საქართველოში საზოგადოების ნაწილი უწოდებს. მმართველი პარტიის ლიდერებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ თარგმნილ სხვა ეპიზოდებთან, მათ შორის კრიტიკულ ნაწილთან დაკავშირებით.
„საქართველოში ეს კანონი ცნობილია, როგორც კანონი “აგენტების” შესახებ, რომ არ შექმნილიყო გაუგებრობა და ვინმეს რომ არ ეფიქრა, რომ რაღაც სრულიად სხვა კანონზეა ლაპარაკი, ვარჩიე ის სახელი, რომლითაც კანონს საქართველოში იცნობენ“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ზაალ ანდრონიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, “სათაურისგან დამოუკიდებლად იმის შინაარსი, რაც თქვა ფედერალურმა კანცლერმა, კონკრეტულად ამ კანონის შესახებ სიტყვა-სიტყვით სწორია და ყველას შეუძლია გადაამოწმოს”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ სწორედ მსგავსი ბიუროკრატიული ხარვეზების გამო შესაძლოა კანცლერს არ ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია იმ კანონპროექტის შინაარსზე, რომელსაც ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება.
„ბიუროკრატიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მისი პასუხისმგებლობაა, რომ კანცლერს მიუტანონ სწორი ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, არ მოხდა…
თარჯიმანი არის ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის სახე, წარმომადგენელი, ამის მიუხედავად, ის თარგმნიდა ამ ბრიფინგს და ბოროტად გამოიყენა, როგორც ნაციონალები იყენებენ ხოლმე, ეს პრივილეგია კანცლერის წინადადების გაყალბებისთვის…“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ერთობლივი ბრიფინგის დასრულების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში.
„ქართული ოცნება“ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის მიღებას.
ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები – შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები, – პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი.