საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო, 15 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო, 15 დეკემბერს, 00:00 საათიდან 21:00 საათამდე სრულად ჩაიკეტება თავისუფლების მოედანი.
მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან ავტომობილები ვეღარ შეძლებენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას.
უწყება გადაადგილების ალტერნატიულ მარშრუტებს აქვეყნებს:
“შეზღუდვის პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების გავლით.
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება მიმართულება და გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან ივანე მაჩაბლის ქუჩის გამოყენებით.

მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებითვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე (ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩის კვეთა).

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გამოყენებით.

15 დეკემბრის 00:00 საათიდან 10:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრ „გალერიამდე“ და შემდეგ უკუმიმართულებით, ხოლო 10:00 საათიდან, ავტომობილები რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ გ. ჭანტურიას ქუჩამდე, შემდეგ მარცხნივ მოხვევით გ. ჭანტურიასა და ს. ვირსალაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩისკენ”.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც:
“თავისუფლების მოედნის გადაკეტვის შემთხვევაში, N316, N324, N364, N374, N380, N382, N383, N390 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები გადაადგილებას შეძლებენ ამაღლების ქუჩის N11-მდე და უკან.

მელიქიშვილის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, N301, N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N388, N397 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები გადაადგილებას შეძლებენ კოსტავას ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე მდებარე ზეთისხილის ხემდე, რის შემდეგაც გადაინაცვლებენ ს ქუჩაზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას.

უკუმიმართულებისას, N306, N310, N314, N326, N342, N352, N358, N359, N388, N397 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის პანდუსით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, ამის შემდეგ მტკვრის მარჯვენას სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან კოსტავას ქუჩას და მოძრაობას განაგრძობენ დადგენილი სქემით.

N301,331,N337,N345 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ბარათაშვილის ხიდიდან ჩავლენ იუსტიციის სახლისკენ და იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების გავლით, რის შემდეგ კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

N305, N309, N325, N344, N350, N359, N371, N393 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ბოლო გაჩერებაზე მისასვლელად, თავისუფლების მოედნის ნაცვლად, მობრუნდებიან პუშკინის ქუჩის დასაწყისში და გადავლენ „კონკის“ მხარეს.

N320,323,395 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან აღარ ავლენ რუსთაველის გამზირზე და მობრუნდებიან პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რის შემდეგაც გადავლენ მარცხენა სანაპიროზე, სადაც დაუკავშირდებიან ხეთაგუროვის ქუჩას. ამის შემდეგ N323 და N395 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ჩიქობავას ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ დადგენილი სქემით.

N320 მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები დაუკავშირდებიან ზაარბრიუკენის მოედანს, ამის შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

N344, N350, N371 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები გორგასალის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებენ ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბართაშვილის ხიდის გავლით”.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველოს მიანიჭეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო სა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.
“ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. საბჭომ მოიწვია კომისია, რათა მარტამდე მოამზადოს ანგარიში”.
ბრიუსელში დღეს, 14 დეკემბერს დაიწყო ევროპული საბჭოს სამიტი, სადაც ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში შემდგომ ნაბიჯებს. ასევე, უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიული ომის საკითხებს, უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მინიჭებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო დათქმებით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.