“სავარაუდოდ, თავი და კიდურები მოაჭრეს” – სასტიკი მკვლელობის დეტალები

ტვ პირველის ცნობით, ახალგაზრდა მურთაზ როსტომოვს, რომლის ცხედარიც სასაფლაოზე იპოვეს, თავი და კიდურები სავარაუდოდ მოკვეთილი აქვს.
მოკლული მწყემსია. ირკვევა, რომ 39 კაცი 4 თვის წინ გაუჩინარდა, ოჯახი ამბობს, რომ იყვნენ პოლიციაშიც, თუმცა გომელაურის უწყებას რეაგირება არ მოუხდენია.
რამდენიმე დღის წინ, კი კაბალში შემთხვევის ადგილზე ტელეფონი და პირადობის მოწმობა იპოვეს, ადგილზე ჩასულ მამას კი საზარელი სურათი დახვდა.
დანაშაულის ადგილი უკვე შეისწავლეს ექსპერტ კრიმინალისტებმა. პოლიცია მედიას ჯერ არ ეუბნება რა ეტაპზეა გამოძიება და ჰყავთ თუ არა უკვე იდენტიფიცირებული მკვლელობაში ბრალდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!