საერთაშორისო ჯილდო ხელოვნების სასახლეს

საქართველოს ხელოვნების სასახლე მორიგი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა.
, ხელოვნების სასახლის დირექტორი:
“კულტურის ისტორიის მუზეუმს მოგზაურთა ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „მოგზაურთა არჩევანი“ (Travelers' Choice) გადაეცა. ეს საერთაშორისო პრიზი მსოფლიოს ყველაზე დიდი სამოგზაურო ამერიკული საიტის Tripadvisor-ის მიერაა დაწესებული და წელიწადში ერთხელ გაიცემა. „მოგზაურთა არჩევანი“ ეს არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული – „ხარისხის სერთიფიკატი“, რომელიც ენიჭებათ ორგანიზაციებს დამთვალიერებელთა და მოგზაურთა შთაბეჭდილებების საფუძველზე. „მოგზაურთა არჩევანის“ ლაურეატები შედიან მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების, რესტორნებისა და ღირსშესანიშნაობების იმ 10 პროცენტში, რომლებმაც სტუმართმოყვარეობის ყველაზე მაღალი ხარისხი გამოავლინეს.”