“საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი“ – მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე თბილისში, რათა შეწყდეს უკანონო ქმედებები

ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” რეჟიმის პირობებში ხორციელდება კოორდინირებული კამპანია ყველა დემოკრატიული აქტივისტისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ , – ასე ეხმაურება “საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი“ (IDU) “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას.
IDU საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, “ქართულ ოცნებაზე” ზეწოლა მოახდინოს.
“საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი მოუწოდებს, გათავისუფლდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე , რომელიც გასულ კვირას ყალბი ბრალდებებით იქნა დაპატიმრებული.
ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” რეჟიმის პირობებში ხორციელდება კოორდინირებული კამპანია ყველა დემოკრატიული აქტივისტისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე თბილისში, რათა შეწყდეს უკანონო ქმედებები და აღდგეს კანონის უზენაესობა საქართველოში”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს – ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე – გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას?