შესაძლებელია თუ არა ზღაპრული საახალწლო დღესასწაულის შექმნა სახლში? „ბიბლუსისა“ და „თიბისის“ ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, საკუთარი საშობაო ზღაპრის მოწყობა ძალიან მარტივია. 40%-იანი ფასდაკლება სრულ საახალწლო კოლექციაზე ვრცელდება და ამას ემატება 30%-იანი ქეშბექი თიბისის ნებისმიერი სადებეტო და საკრედიტო ბარათით გადახდისას, ხოლო ახალი თიბისი ბარათის მფლობელები ღირებულების 50%-ს დაიბრუნებენ. პირობით სარგებლობა 22 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
გარდა ტრადიციული მეთოდებისა, დღეს თითოეული ოჯახი თავის უნიკალურ სტილს ირჩევს სახლის მოსართავად და საკუთარი განწყობის გამოსახატად, რაშიც დიდ როლს ასრულებს ყოველწლიურად არსებული ტენდენციები. საახალწლო მორთულობის ტრენდები, როგორც წესი, ასახავს იმ განწყობას, რასაც საზოგადოება გრძნობს, ამ მხრივ 2025 წელიც არ არის გამონაკლისი. წელს ჩვენი დეკორაციები რეტრო სტილს უბრუნდება და მოიცავს დისკოს ბურთებს, ჯანჯაფილის სათამაშოებს და დეკორაციებს, კერამიკულ ნაკეთობებს და უამრავ ფერს, რომლის დახმარებითაც შევძლებთ ყოველდღიური რუტინისგან განტვირთვას. დეკორაციაში დომინირებს, მწვანე, ვარდისფერი, ზეთისხილისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი ტონალობები.
„ბიბლუსის“ წლევანდელი საახალწლო კოლექციაც სწორედ არსებული ტენდენციების და მომხმარებელთა სურვილების გათვალისწინებითაა შერჩეული და რადგან რეტრო ესთეტიკა წელს განსაკუთრებულ ტრენდად გვევლინება, „ბიბლუსის“ ასორტიმენტში იხილავთ ამ სტილის მთავარ სიმბოლოს – დისკოს ბურთებს და სარკეებით გაფორმებულ სხვა ნივთებს, რომელიც სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად შეუცვლელი აქსესუარი იყო მრავალი წლის განმავლობაში. ბურთები შექმნილია იმისთვის, რომ სინათლის სხივი ყველა მიმართულებით აირეკლოს და გასაკუთრებული ელფერი შესძინოს სივრცეს. წელს დისკოს ბურთები საახალწლო მორთულობის მნიშვნელოვანი ნაწილია. “ბიბლუსის“ საახალწლო კოლექციაში წარმოდგენილია დისკოს ბურთები სხვადასხვა ზომასა (15 სმ-დან 40 სმ-მდე) და ფერში.
წელსაც არ კარგავს აქტუალობას მაკნატუნას კოლექცია. ჯადოსნური საშობაო ბალეტის გმირი გერმანულ ტრადიციაში კეთილდღეობის და იღბალის სიმბოლოდაა აღიარებული. ამბობენ, რომ მაკნატუნა სიმტკიცის და ძალის განსახიერებაა და ოჯახს ბოროტი სულებისა და საფრთხეებისგან იცავს, სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი ხანია ახალი წლის განუყოფელ ნაწილად იქცა. „ბიბლუსის“ საახალწლო კოლექციაში წელსაც ტრადიციულად შეხვდებით სხვადასხვა ფერისა და ზომის მაკნატუნებს, რომელთა შეძენა კამპანიის ფარგლებში, თითქმის მესამედ ფასადაა შესაძლებელი.
შობა-ახალი წელი ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომლის შესახვედრადაც ყველა ოჯახი გაnსაკუთრებულად ემზადება. ეს განწყობა თითოეულ დეტალში ჩანს, რაზეც მეტყველებს საახალწლო კერამიკული ნაკეთობები, რომელიც წელს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რადგან რეტრო სტილის მნიშვნელოვანი ნაწილია. „ბიბლუსის“ მაღაზიებში მრავლად შეხვდებით მოხატული კერამიკის ფიგურებს, მათ შორის: ჯანჯაფილის სახლებს, სასანთლეებს და ჭურჭელს.
„ბიბლუსის“ და „თიბისის“ ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, სრული საახალწლო კოლექციის შეძენა თითქმის მესამედ ფასადაა შესაძლებელი. შეთავაზება „ბიბლუსის“ ყველა ფილიალში ვრცელდება, ხოლო ზოგიერთ ყველაზე დიდ ფილიალში სრული საახალწლო კოლექციაა წარმოდგენილი:
თბილისი:
· ა. მიშველაძის ქ. 4 (ვაკის პარკი, სამუშაო დრო: 10:00-23:00 სთ.)
· ი. ჭავჭავაძის გამზ. 2 (სამუშაო დრო: 09:30-23:00 სთ.)
· ს. კანდელაკის ქ. 7 (სამუშაო დრო: 09:30-22:00 სთ.)
· ვაჟა-ფშაველას გამზ. 70 (სითი მოლი, სამუშაო დრო: 10:00-22:00 სთ.)
· აღმაშენებლის გამზ. მე-16 კმ. (თბილისი მოლი, სამუშაო დრო: 10:00-22:00 სთ.)
· შ. რუსთაველის გამზ. 2/4 (გალერია თბილისი, სამუშაო დრო: 10:00-22:00 სთ.)
ქუთაისი:
· შ. რუსთაველის ქ. 4 (სამუშაო დრო: 10:00-22:00 სთ.)
ბათუმი
· მ. აბაშიძის გამზ. და ვაჟა- ფშაველას ქ. კვეთა 52/16 (სამუშაო დრო: 10:00-22:00 სთ.)
· შ. ხიმშიაშვილის 29 (ბათუმი გრანდმოლი, სამუშაო დრო: 10:00-22:00 სთ.)
(R)