“სად სად და მაგ ადგილას ჩვენი ბედი არასდროს გადაწყვეტილა!” – ირაკლი მელაშვილი

გია ვოლსკი: – ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტზე “პრემიერ-მინისტრი წასულია, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება და იგეგმება.”
ამასაც მოვესწარით! ამდენსაც აღარ ველოდი, ჩვენი მომავალი თუ თუქმენბაშ II-ის მიერ, აშხაბადში გამართულ თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე გაირკვეოდა! სად სად და მაგ ადგილას ჩვენი ბედი არასდროს გადაწყვეტილა ! ბატონო გია, დიდი პროგრესი გვაქვს საგარეო პოლიტიკაში, დიდი და საამაყო სიახლეები, თვალუწვდენელ სიმაღლეებს ვიპყრობთ