სად გაქრა გილაური? – რას ამბობს ნიკა გვარამია

არ ვიცი, სად გაქრა გილაური, არ მაქვს პასუხი, მე ციხეში ვიყავი, დღეს გამოვედი. არ შემხმიანებია. თუმცა, სჯობდა შემხმიანებოდა, ციხეში მყოფს. გილაურთან დაკავშირებით სიტუაცია იყო ნათელი, როგორც ფიგურა და მმართველი, მომწონს, მისი მთავრობის წევრი ვყოფილვარ, მე არც ახლა შემიტანია ეჭვი და არც მაშინ მის ივანიშვილთან შეკრულობაში, პირდაპირ ვამბობ, მის ძმასთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს და არ მაინტერესებს, მე მასთან არ მიურთიერთია, ძმების და მამების მიხედვით, ადამიანებთან არ ვამყარებ მე ურთიერთობას, კარგად არ ვიცნობ ირაკლი გილაურს, სულ ორჯერ მყავს ნანახი, თუმცა, თუ შეკითხვები ისმება, მოდის ვიმსჯელოთ, ნიკა გილაურის ერთი ადამიანი მაინც იჯდა სიაში, რომ ივანიშვილისკენ წასულიყო? ამის გადამოწმება მარტივია, ნახოს ყველამ სია. იქ ერთ ადამიანსაც ვერ ნახავს არა მარტო გილაურის, არამედ ფულის გამო ჩასმულს, – ამბობს გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!