“სად გაიზარდე, დეგენერატო” – შოთა ხაბარელი ხატია დეკანოიძეს –

“სად გაიზარდე, ნაძირალა ხარ, დეგენერატო შენ” – ამ სიტყვებით მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა შოთა ხაბარელმა ხატია დეკანოიძეს. რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვაზე სასესიო დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
ხაბარელს მათიკაშვილი წამოეშველა, უმრავლესობის ერთ-ერთმა დეპუტატმა კი დეკანოიძეს დამამშვიდებლის მიღება ურჩია.
მანამდე, რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სექსისტური ფრაზებით მიმართა.
ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, მოახდინოს რეაგირება ოხანაშვილის სექსისტურ გამონათქვამებზე.
ამ დარბაზში რამდენიმე წუთის წინ ანრი ოხანაშვილმა ქალების მიმართ გამოიყენა სექსისტური და დამაკნინებელი განცხადებები – სასაცილოა ეს? „დამამშვიდებელიu დალიეთ“, ამას რომ ეუბნებით ოპოზიციონერ ქალ კოლეგას, ეს არის სექსისტური.
ბატონო თავმჯდომარევ, მესმის, რომ ნომინალურად ხართ პარლამენტის თავმჯდომარე იმიტომ, რომ ა აქ ყველაფერი, მაგრამ უნდა გქონდეთ ამაზე რეაგირება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი