სადაც დომინანტური მდგომარეობა რამდენიმე კომპანიას აქვს, ძალიან დიდია იმის შესაძლებლობა, რომ ხდებოდეს გარიგებები და ფასწარმოქმნა, რაც ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან გადახდაზე აისახება – ზურაბ აზარაშვილი წამლების ფასის ხელოვნურ ზრდაზე

“ზოგადად, სადაც დომინანტური მდგომარეობა აქვს რამდენიმე კომპანიას, შეიძლება ხდებოდეს გარიგებები და ფასწარმოქმნა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაb აზარაშვილმა გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მედიკამენტებზე გაზრდილი თანხები თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება.
“მინიმუმ, ის სხვაობა მაინც, რაც ე.წ ფასდაკლებები მოქმედებს, რომელიღაც დღეს და 35 თუ 50 %-იანი ფასდაკლებაა, ეს ხომ რომელიღაც დღეებში ჩვეულებრივი ფასნამატია, რაც გაცილებით მეტია?! ზოგიერთი მედიკამენტების შემთხვევაში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებიდან, სადაც განსაკუთრებით გავაძლიერეთ კონტროლი მედიკამენტების იმპორტზე, დაახლოებით 7 ქვეყანაა, სადაც ადგილზე ჩადიან ჩვენი ინსპექტორები და უშუალოდ ნახულობენ იმ ქარხნებს, საიდანაც ხდება მედიკამენტების იმპორტი – ინდოეთი, ბანგლადეში, უზბეკეთი თუ სხვა ქვეყნები, შესაბამისად ის იაფიანი მედიკამენტები, რომლებიც ამ ქვეყნებიდან შემოდის, იყიდება [გაზრდილ] ფასად, სადაც ნაკლებია კონკურენცია.
ზოგადად, სადაც დომინანტური მდგომარეობა მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს, ძალიან დიდია იმის შესაძლებლობა, რომ ხდებოდეს გარიგებები და ფასწარმოქმნა, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯიბიდან გადახდილზე აისახება”, – განაცხადა ზურა აზარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება, ვინც არ ითანამშრომლებს, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი საკანონმდებლო ზომების გატარება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულების გამოძიება არის მნიშვნელოვანი არა იმისათვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა ანალოგიური საფრთხეებისგან

ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე საუბრობენ იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში, ასეთი ინიციატივა ქართული საზოგადოების თვალში აკნინებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს რეპუტაციას