საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ესპანეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტს და კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფება. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დელეგაციის წევრები ესპანეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტს ხავიერ იგნასიო მაროტოს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ხოსე იგნასიო ლანდალუსე კაიეხას და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ხოსე მანუელ რეი ვალერას შეხვდნენ.
„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე და ამ პროცესში ქვეყნის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებსა და განხორციელებულ რეფორმებზე.
ესპანეთის სენატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი შედეგები.
ნიკოლოზ სამხარაძემ ესპანელ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, დან მომდინარე საფრთხეებზე და ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.
განხილვის ერთ-ერთ თემას შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისება და ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი წარმოადგენდა.
ესპანურმა მხარემ კვლავ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე; ესპანეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს ბოქლომი დაადო – „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთაც სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან – აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ

სალომე სამადაშვილი – პროტესტს ნამდვილად აქვს შედეგი იმიტომ, რომ დღეს ამ რუსული უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში მოსვლა ვერ გაბედეს, სხდომა ვერ ჩატარდა – მტკიცე წინააღმდეგობა რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს