საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების საქმეზე საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის პროცესი გაიმართა

საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვა თქვა.
დაცვის მხარემ ისევ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
სხდომა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. ამ წუთებში სასამართლოში უკვე ბადრი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს. ორივეს 50 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რომელიც მათ უკვე გადაიხადეს.
თავად პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე, მიმდინარე პროცესს სპექტაკლს და ცირკს უწოდებს.
“წამოვედი, დავტოვე სასამართლო, ამ სასამართლოში მე არანაირი საქმე არ მაქვს. რანაირ გადაწყვეტილებსაც არ მიიღებენ, ჩემთვის არის სულერთი, იმიტომ, რომ არის რაღაც ზღვარი, რომლის იქით უნდა თქვა, რომ ამ სპექტაკლში, ცირკში მონაწილეობას არ მივიღებ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო