“საბრძოლო მასალა გადაჰქონდათ, რა დროსაც მანქანა ამოტრიალდა და აფეთქედა” – ახალი დეტალები უკრაინაში ქართული ლეგიონის კიდევ ორი მებრძოლის დაღუპვაზე

ში დაღუპულ ნოდარ ნასიროვს უკრაინაში დაკრძალავენ, გიორგი გოგიაშვილს კი სამშობლოში რამდენიმე დღეში ჩამოსვენებენ. ორივე მათგანი ქართულ ლეგიონში ირიცხებოდნენ და რუსული აგრესიის წინააღმეგ იბრძოდნენ. უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქართველ მეომრებს საბრძოლო მასალა დანიშნულების ადგილზე გადაჰქონდათ. ამ დროს მანქანა ამოტრიალდა და აფეთქდა.
მოხდა უბედური შემთხვევა, ამოტრიალდა მანქანა, იმიტომ, რომ ფრონტის ხაზზე გადაადგილება ხდება ძალიან დიდი სიჩქარით. სალოკაციო სისტემა უნდა გადაეტანათ ჯგუფისთვის და რომ შევიდნენ ზონაში, იქ დიდი სიჩქარით უნდა იარო, რომ გაასწრო დაბომბვას და ამოუტრიალდათ მანქანა. შემიძლია დავახასიათო როგორც ძალიან კარგი მებრძოლები, საუკეთესოები, გიორგის გადმოსვენება მოხდებეა ექსპერტიზის შემდეგ, რაც შეეხება ნოარის, მეუღლე ჰყავს უკრაინელი და მეუღლის მოთხოვნით დაიკრძალება უკრაინაში, – ამბობს . შეგახსენებთ, რომ უკრაინაში გუშინ კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. პუტინის აგრესიას უკრაინაში, ბოლო 2 წელში უკვე 60 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

ასევე დაგაინტერესებთ