საბიუჯეტო პრობლემების გამო, საერთაშორისო დონორებთან სასწრაფო შეხვედრას ითხოვს -“ბლუმბერგი”

უკრაინა, საბიუჯეტო პრობლემების გამო, საერთაშორისო დონორებთან სასწრაფო შეხვედრას ითხოვს, – ამის შესახებ “ბლუმბერგი” წერს.
გამოცემის ცნობით, დონორთა საკოორდინაციო ჯგუფისადმი მიწერილ წერილში, უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი აცხადებს, რომ საბიუჯეტო საჭიროებების დასაფარად, იანვარში საჭიროა ფინანსური რესურსების მიღება.
უკრაინის პრემიერი დონორებს იანვარში შეხვედრისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, შმიგალი დონორებს სთხოვს, დაიწყონ მოქმედებები, რომლებიც გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, სთვის დახმარების გამოყოფას ევროკავშირში უნგრეთი ბლოკავს, შეერთებულ შტატებში კი – რესპუბლიკელები.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ხომ ვიცით, რომ ევროკავშირის ელჩი შეიძლება პიროვნულად აბსოლუტურად განსხვავებულად აზროვნებდეს, მაგრამ რადგან ამ ბიუროკრატიის ნაწილია მას უფლება არ აქვს სხვანაირად ისაუბროს და სხვანაირად მოიქცეს, ის პირდაპირ დავალებას ასრულებს

გაიზარდა კონტროლი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხზე, ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად გადააზღვიოს კორუფციის რისკები და ეს სწორი პოლიტიკაა, მაგრამ ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ