საბა ბუაძე – ღალატის მომსწრენი ვართ – უნდა ვიყოთ ბევრნი, რომ რუსული სპეცოპერაცია ჩავარდეს

უნდა ვიყოთ ბევრნი იმისთვის, რომ რუსული სპეცოპერაცია ჩავარდეს, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პარტია „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის ქვეყნის მომავალი გადააყოლონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გატანას.
„ღალატის მომსწრენი ვართ ყველანი. მზად არიან ამ ღალატს გადააყოლონ პოლიციის ღირსება და ქვეყნის მომავალი. ესენი არიან სამარცხვინოები და ყველაფერზე წამსვლელები. უნდა ვიყოთ ბევრნი იმისთვის, რომ რუსული სპეცოპერაცია ჩავარდეს“,- განაცხადა ბუაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ