სააღდგომო მესა პეტრეს მოედანზე პაპმა ჩაატარა

31 მარტს დასავლეთის ქრისტიანები იესო ქრისტეს აღგომას აღნიშნავენ.
ვატიკანში, პეტრეს მოედანზე ათეულ ათასობით ადამიანი დაესწრო სააღდგომო მესას, რომელსაც , ფრანცისკე უძღვებოდა.
პაპმა ტრადიციულად, შემდეგ წარმოთქვა მიმართვას ქალაქისადმი და მსოფლიოსადმი („Urbi et Orbi“). კათოლიკური ეკლესიის 87 წლის მამამთავარმა, რომელმაც მესა ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად თვითონ დატოვა, ქადაგების დროს გაიხსენა ახალი აღთქმისეული გადმოცემა, როცა ქალები იესოს სიკვდილის შემდეგ მიდიან მის საფლავთან, რომელიც დიდი ლოდითაა დაფარული. როცა ისინი იქ მივიდნენ, ნახეს, რომ ლოდი გვერდზე იყო გადაწეული და იესო მკვდრეთით აღმდგარიყო. პაპმა მესაზე მისულ მორწმუნეებს გაახსენა „ქისტეს მკვდრეთით აღდგომის“ მიერ მომნიჭებელი იმედი და ეს ამბავი დააკავშირა თანამედროვეობასთან: „ ხანდახან ისეთი განცდა გვაქვს,” – თქვა მან, “რომ ჩვენი გულის შესასვლელთან საფლავის ქვაა, რომელიც სიცოცხლეს ახშობს, თავდაჯერებულობას აქრობს, შიშის და სიბრაზის საფლავში გამოგვკეტავს და სიხარულის და იმედისკენ გზას გვიხშობს“. ამ დროს უნდა მივმართოთ იესოს, თუ მას მივენდობით, თქვა პაპმა, აღდგომა შეგვაძლებინებს ჩვენი ცხოვრების აზრისა და ბედის შესახებ საბოლოო სიტყვა არ თქვას წარუმატებლობამ და ტკივილებმა.
ფრანცისკო შეეხო ჩვენს დროში მიმდინარე კონფლიქტებს, უფრო დაწვრილებით შეჩერდა რუსეთ-უკრაინის და ღაზის სექტორში ს ომებზე. პაპმა მოწოდება გამოთქვა, რომ სა და რუსეთს შორის უნდა მოხდეს ტყვეების გაცვლა “ყველა ყველაზე” პრინციპით. ფრანცისკე თვლის, რომ მშვიდობა იარაღით არ დამყარდება, ის მიიღწევა მხოლოდ ხელების გაშლით და გულის გაღებით.
რომის პაპმა სააღდგომო მიმართვაში მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი ღაზის სექტორში და ამასთან ერთად ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებას მიეცეს შეუფერხებელი შესვლის საშუალება. აღდგომა დღეს თავის მიმართვაში პაპმა გაიხსენა მსოფლიოს სხვა ცხელი წერტილები და მათ შორის სომხეთი და აზერბაიჯანი ახსენა, ორ ქვეყანას დიალოგის გაგრძელება და საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას მიღწევა უსურვა.
“წითელ პარასკევს” 29 მარტს, რომში, კოლოსეუმში „ჯვრის ტარების“ რიტუალში მონაწილეობა ფრანცისკემ ვერ მიიღო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი: ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვრჩებით არა მხოლოდ კანონპროექტის გამო, რომელიც განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკის გამო, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობისგან გვესმის