სააპელაციო სასამართლომ 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა – „სამართლიანი არჩევნები“
სააპელაციო სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების“ სამი სააპელაციო საჩივრიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა და გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით. ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს.
ცნობისთვის, 4 ნოემბერს, გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა.