სააკაშვილს ახლა ამოცანა უდგას, “ნაციონალური მოძრაობა” კონტროლის ქვეშ ჰყავდეს – ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ეცდება, დისტანცირება მოახდინოს “ნაციონალური მოძრაობისა” და სგან.
როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, წინასაარჩევნოდ ყველა ოპოზიციური პარტია შეეცდება ამომრჩეველს თავი მოაწონოს, აქედან გამომდინარე, ის ფიქრობს, რომ გახშირდება “ნაციონალური მოძრაობის” დამგმობი განცხადებებიც.
“სააკაშვილს ახლა ამოცანა უდგას, რომ მარტივ მამრავლებად დაშლილი “ნაციონალური მოძრაობა” კონტროლის ქვეშ ჰყავდეს. ოპოზიცია ახლა არანაირ ერთობაზე არ ფიქრობს, მათი ყველა ნაწილი საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს. ამიტომ, ის რაც 3 წლის წინათ სააკაშვილით დაწყებული იყო წმინდა, დღეს იქნება საგინებელი. ვითარებას ბოლომდე ვეღარ აკონტროლებს, ამიტომ სთავაზობს ამ კომიტეტის შექმნას, რომელიც იქნება პოლიტიკური პარტიების ზემდგომი კიდევ ერთი ორგანო. ეს არის სააკაშვილის მცდელობა რამენაირად კონტროლი დაიბრუნოს, თუმცა, როგორც ჩანს ეს აღარ გამოუვა. მისი ციხეში გადაყვანის მოთხოვნა სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე მათ ინტერესებში აღარ არის,”- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი