სააკაშვილი ღვაწლმოსილ ნაცებს გაურკვევლობაში ამყოფებს –

“სააკაშვილი ღვაწლმოსილ ნაცებს გაურკვევლობაში ამყოფებს”, – ამის შესახებ განცხადება “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “საჯარო პოლიტიკის” ეთერში გააკეთა და განმარტა, რომ ენმ-დან წამოსულმა დაბნეულმა ადამიანებმა პარტია სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე ჩამოაყალიბეს.
ხვიჩია ირწმუნება, რომ მელიასა და გვარამიას პოლიტიკური გაერთიანება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში სასურველ მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან ახალი პოლიტიკური ძალა კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობაა”.
ჩემი აზრით, ეს ამბავი, რაც აქ ხდება, რომ ეს ხალხი ცალკე გადის, მიხეილ სააკაშვილის ბრალიც არის, რადგან ის ამყოფებს გაურკვევლობაში ღვაწლმოსილ ნაცებს, რომლებმაც არ იციან, რა ქნან და აფუძნებენ პარტიებს. ეს არასერიოზულ განცდას ტოვებს. მიმართულება სწორია, კლონები ხართ და შეხედეთ სიტუაციასო, ამაშიც სწორია სააკაშვილი, მაგრამ არ არის ნაცების მხრიდან წინადადება საჯარო. მე როგორც ვაკვირდები, კარი ნაცებს აქვთ მოხურული და არავის არ უშვებენ შიგნით”, – ამბობს ხვიჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია