“სააკაშვილია ამ პარტიის მთავარი ლიდერი და მოტივატორი” – წითლიძე

დეპუტატი, ანა წითლიძე, პარტიიდან ნიკა მელიას წასვლას ეხმაურება და წერს:
“2012 წლის ოქტომბერში წაგებული არჩევნების შემდეგ მოვედი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement.
ამ 11 წლის მანძილზე უამრავი შიდა წასვლები მინახავს, ხშირად ჩემი პოლიტიკური გამოცდილებისთვისაც გაუგებარი, როდესაც ვერ ვხსნიდი როგორ შეიძლება ადამიანებმა მთავარს უღალატონ ვიწრო პარტიული წყენების, გაუგებრობების ან ძალაუფლების გამო.
ბევრი მინახავს მობრუნებულიც.
ყველა წასული დანაკლისია მაგრამ ამავე დროს ახალი შესაძლებლობა არის პარტიისთვის. ენმ-ს რომ კრიზისის შესაძლებლობად და წარმატებად ქცვა შეუძლია ეს არაერთხელ ვნახეთ წარსული გამოცდილებით.
როცა ეგონათ დაგვანგრიეს მაშინ ვაჩვენეთ რა შეგვიძლია.
ასე იქნება ახლაც.
11 წელია აქ ვდგავარ და ვიდგები მანამ სანამ რუსულ რეჟიმს არ დავამარცხებთ.
სანამ Mikheil Saakashvili – არის ამ პარტიის მთავარი ლიდერი და მოტივატორი.
ბევრ ახალმოსულსაც ვნახავ, წასულსაც და მერე უკან მობრუნებულსაც.
ვინ წარსულია და ვინ მომავალი მაგასაც გვანახებს ამომრჩეველი.
ბევრი შეცდომა მეც მქონია მაგრამ ეს არასოდეს შემშლია არც ერთი შიდა “გაუგებრობების” დროს, იქ ვმდგარიყავი სადაც დევნილი და ახლა უკვე ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტია.
დანარჩენს დრო აჩვენებს, როგორც არა ერთხელ აქამდე.
მთავარი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაა!
#თავისუფლებამიშას
#არარუსულრეჟიმს”

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო