(რ) რა უნდა ვიცოდეთ ვებსაიტის შექმნამდე?

ყოველდღიურად ათასობით ახალი ვებსაიტი იქმნება, რომელთა უმრავლესობას უამრავი ტექნიკურად ხარვეზი აქვს. კომპანიები იმ იმედით დებენ ვებსაიტში ინვესტიციას, რომ მათ კონტენტს უამრავი ადამიანი ნახავს და ბრენდი საზოგადოების ცნობიერებაში ადგილს დაიმკვიდრებს.
ხშირ შემთხვევაში, საიტის დამზადება სწრაფად ნამდვილად ვერ ხერხდება. შედეგად, მასზე იხარჯება არა მხოლოდ მოცულობითი ფულადი რესურსები, არამედ საკმაოდ ღირებული დროც. ვინაიდან, ვებსაიტისგან მოსალოდნელი სარგებელი გაცილებით მაღალია ამ დანახარჯებზე, კომპანიებს უღირთ ამ ნაბიჯის გადადგმა.
სამწუხაროდ, მათ უმრავლესობას იმედები უცრუვდებათ. ბრენდს არა მხოლოდ ადამიანები, არამედ გუგლის ბოტიც კი ვერ ხედავს. შესაბამისად, საძიებო სისტემაში არ ჩნდება ვებსაიტი და ათასობით პოტენციური ვიზიტორი კონკურენტის “კალათაში” ხვდება.
ხშირ შემთხვევაში, ამაზე პასუხისმგებელი ერთადერთი ფაქტორია – ვებსაიტის ტექნიკური გაუმართაობა.
ერთია ვებსაიტის აწყობა, მეორე კი სწორად აწყობა – ისე როგორც გუგლის ბოტს “უყვარს”. როდესაც ვებსაიტს ფუნდამენტური ტექნიკური ხარვეზი აქვს, გუგლის ბოტს უჭირს “გაიაზროს” კონტენტი და მას ან საერთოდ ვერ ან დამახინჯებულად აღიქვამს.
მაგ: Robots.txt ფაილიდან დეველოპერები აწყობის პროცესში ბლოკავენ გუგლის ბოტს, ვინაიდან არ სურთ დაუსრულებელი ვებსაიტი გაამოჩნდეს გუგლში. თუმცა შემდეგ ავიწყდებათ ამის წაშლა და ვებსაიტი ვერასდროს ჩნდება საძიებო სისტემაში. (რეალურად, ამ ტიპის კიდევ უამრავი ხარვეზი გვხვდება პრაქტიკაში, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს)
შედეგად, ბიზნესი დიდი საფრთხის წინაშე დგება:
· ამ მარტივი ხარვეზების გამო ბიზნესი კონკურენტებს უთმობს ციფრული ბაზრის წილს. თუ თქვენ არ გამოჩნდებით გუგლში ამას თქვენი კონკურენტი გააკეთებს. შედეგად, გაცილებით მეტი ადამიანი ნახავს მის კონტენტს და შეთავაზებას.
· ტექნიკური ხარვეზის გამო უარს ამბობთ ყოველდღიურად ათასობით ვიზიტორზე, რომლებიც “აქ და ახლა” ეძებენ თქვენს პროდუქტს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ პოულობენ. შედეგად, იძულებული არიან კონკურენტების შეთავაზებები განიხილონ.
· ლოგიკურია პოტენციურ მყიდველებზე უარის თქმა შემოსავლებზე უარის თქმას ნიშნავს. ამიტომ ვებსაიტის გაუმართაობის გამო ბიზნესის განვითარება შესაძლოა შეფერხდეს. წარმოიდგინეთ, რამხელა შედეგი მოჰყვება ამას, თუ e-commerce ვებსაიტს ფლობთ და პროდუქტები გუგლში არ იძებნება.
· ხშირად, მსგავსი ხარვეზების გამო რთულია სამართავ პანელში ცვლილებების შეტანა. რაც ნიშნავს, რომ SEO სპეციალისტი მუშაობის პროცესში შეზღუდულია – ვერ მუშაობს მეტა ინფორმაციაზე, ვერ ცვლის კონტენტის სათაურებისა და ქვესათაურების სტრუქტურას და ა.შ. ამის გამო, SEO ოპტიმიზაცია ბიზნესისთვის ნაკლებად ეფექტურია.
· შედეგად, რჩება ერთადერთი გამოსავალი – შეიქმნას ახალი ვებსაიტი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძველის გადაწყობის პროცესი ხარჯებს გაგიორმაგებთ: დაგჭირდებათ ვებ დეველოპერი, UI/UX დიზაინერი, SEO სპეციალისტი და ა.შ.
რეალურად, ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად საიტის დამზადების პროცესში თავიდანვე ჩართული უნდა იყოს SEO სპეციალისტი. შედეგად, მიიღებთ გუგლის მოთხოვნებზე მორგებულ ვებსაიტს, მარტივად სამართავ პანელს და თავიდანვე აღოფხვრით პოტენციურ პრობლემებს.
თუ ვებსაიტი უკვე აწყობილია, უმჯობესია გადაეწყოს ისევ და ისევ SEO ექსპერტის მეთვალყურეობის ქვეშ. ვინაიდან არასწორად შესრულებული გადამისამართების გამო (ძველი ვერსიის ახალზე გადაყვანის პროცესი) ხშირად იკარგება ხარისხიანი ტრაფიკი.
თუ აპირებთ ვებსაიტის აწყობას გაირეთ პოლუქსში კონსულტაცია და მიიღეთ ტექნიკური გამართული ვებგვერდი WordPress-ის ძრავზე.