News.ge გთავაზობთ მხატვრისა და პუბლიცისტის, მაია ორჯონიკიძის სტატუსს. ამასთან, მაია ორჯონიკიძე აზიარებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი დირექტორის, გია ჭანტურიას მოსაზრებასაც.
მაია ორჯონიკიძე:
ზუსტად ასეა. ნებით თუ უნებლიედ, შეგნებულად თუ უტვინობით-ქართული ოპოზიციური მედიის სამივე არხის (დღეს ერთი შეჩერებულია) სარედაქციო პოლიტიკაც და წამყვანი ჟურნალისტური სახეებიც, მათი საავტორო გადაცემების ჩათვლით, ასევე სტუმრების დიდი ნაწილიც-ღრმად დაკომპლექსებულები იყვნენ და არიან რუსული ოცნების მიერ თავსმოხვეული ნარატივით, რაც გამოიხატება ერთ სიტყვაში-“ნაცები”. იგივე ითქმის საზოგადოების იმ ნაწილზეც, რომელსაც ოცნება აღარ სურს, მაგრამ ვერაფრით ათქმევინებ, რომ წინა ხელისუფლების დროს ისტორიული მნიშვნელობის სახელმწიფო საქმეები გაკეთდა. ოპო-მედიისგან განსხვავებით, რუსულ-ოლიგარქიული მედია მონოლითურია და ზედმიწევნით მიყვება თავის ცრუ, მადეზორიენტირებელ და არაკეთილსინდისიერ პროპაგანდისტულ ხაზს, ის არაა დაკავებული სიტუაციისთვის სრულიად შეუფერებელი თვითრეფლექსიით და არანაირი კომპლექსები არ აწუხებს, პირიქით-აქეთ ხუნძლავს და ჰკიდებს კომპლექსებს უმწიფარ, ინფანტილურ, ჩამოუყალიბებელ ოპო-მედიას. ასეთ ვითარებაში გასაკვირი ის იქნებოდა, პროპაგანდისტული არხები ოპო-მედიასთან რომ აგებდნენ.
გია ჭანტურია:
ესენი უარს იტყვიან ევროპაზე-თქო და არაო ხალხი ამას არ აპატიებსო, ოცნების პროპაგანდამ ეს ნაბიჯი გააპრავა! ესენი ომს საქართველოს დააბრალებენთ-თქო და არაო მაგას არ იკადრებენო, ესეც პროპაგანდამ თავის მომხრეებში და ნეიტრალურ მოსახლეიბაში გააპრავა, ეხლა გეუბნებით, რომ ესენი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას აღიარებენ-თქო და რავი აბა! და ეს იმის ბრალია, რომ საინფორმაციო ომში ოპომედიებს 10:0 მოუგეს! არ გეწყინით, განა ჟურნალისტების გმირობას ვერ ვხედავ? მაგრამ ვერ ებრძოლეთ რუსულ პრიპაგანდას, თან წინა ხელისუფლების ლანძღვაზე იყო აგებული მთელი ეს რუსული პროპაგანდა, რაშიც ნაწილობრივ ოცნების მოკავშირეები აღმოჩნდა ოპომედიის დიდი ნაწილი! როცა გოგა ხაინდრავა, რომელმაც ჯერ ზვიადი გაასამართლა ოსების გენოციდში და ეხლა მიშას ასამართლებს და ამ საინფორმაციო ომს ვერ უგებ, ეს ტრაგიკულია! პუტჩის ერთერთი აქტიური მონაწილე ირაკლი ბათიაშვილი 2003 წელს ეძახის გადატრიალებას და პუტჩს არც ახსენებს 

ამასაც ვერ ებრძვიან, რადგან თავის დროზე ის სინდისის პატიმრად შერაცხეს და ეხლა არ უნდათ აღიარონ შეცდომა! მოკლედ სანამ არ გადააფასებთ წინა ხელისუფლების ქმედებებს და არ დააღწევთ თავს რუსული პროპაგანდის გავლენას და ობიექტურად არ შეაფასებთ წინა ხელისუფლების პლიუსებსაც და მინუსებსაც, ვიმეორებ ობიექტურად, ოცნება ყველა საინფორმაციო ომს მოგიგებთ! ხო მართლა, ომის დაწყებაზე გამახსენდა, რომელიმე ოპოტელევიზიამ კითხა სალომეს შეიცვალა თუ არა მან აზრი ომის დაწყებასთან დაკავშირებით? ან ნანობს თუ არა რუსული “ვესტის” ეთერით ამერიკის და სააკაშვილის ომის დამნაშავეებად გამოცხადებას? უი არა? სამაგიეროდ 7 ნოემბერზე ხო სვამთ კითხვებს? გამოსავალი არის ერთი, რუსულ ტყუილებს ბოლომდე სიმართლით უნდა ვეომოთ და არა ბაბლის მაამებლური სიმართლით! ოცნება აღარასოდეს ჩაატარებს ისეთ არჩევნებს სადაც დამარცხდება, იმ დანაშაულების მერე რაც ჩაიდინა-ეს გამორიცხულია! ამიტომ იგივეს ვიტყვი რასაც ერთი წლის წინ ვიძახდი, საერთო პოლიტიკური და მედია პლატფორმები უნდა შეიქმნას და ყოველდღიურ რეჟიმში დღის წესრიგი ორივე მიმართულებით უნდა შევქმნათ ჩვენ! მე თუ ვივიწყებ შენს წარსულს, კეთილი ინებე და თავადაც დაივიწყე, მე თუ შენში მხოლოდ პოზიტივის დანახვას ვცდილობ, იგივეს ეცადე თავადაც! ქვეყანას ყავს რუსი მმართველი, დაუნდობელი, ფულიანი, უზარმაზარი პროპაგანდის მანქანით!