რუსული მხარის ინფორმაციით, 7 რეგიონში 99 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, რამდენიმე აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის შვიდ რეგიონში 99 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი – 56 დრონი – ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდეს, 25 დრონი – ვორონეჟის ოლქში, 7 – ვლადიმირში, 5 – კალუგაში, ოთხი – ტულაში და თითო-თითო როსტოვსა და ლიპეცკში.
რუსული მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ნიჟნი ნოვგოროდის, სარატოვის, ტამბოვისა და კალუგას აეროპორტებში სამოქალაქო თვითმფრინავების ჩაფრენასა და გამგზავრებაზე შეზღუდვები დაწესდა.