“რუსული კომპანია თუ მიაწვდის შსს–ს საკვებს, პრობლემას ვერ ვხედავ” – კალაძე

რუსული პროდუქტები შინაგან საქმეთა სამინისტროში – მმართელი პარტიის წარმომადგენელი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ოკუპანტი ქვეყნისგან საკვების მიღება არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.
“როგორ ხდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლინება ხომ, ტენდერის საფუძველზე. შესაბამისად ტენდერში გამარჯვებული კომპანია თუ იმ უწყებას მიაწვდის საკვებ-პროდუქტს, ან რაც არის მოთხოვნილი, პრობლემას ვერ ვხედავ. თუ სანქცირებული არ არის კომპანია, ვერ ვხედავ პრობლემას”, – განაცხადა კალაძემ.
გომელაურის უწყებამ 4-მილიონიანი ტენდერი პოლიციელების, მაშველების და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურების თანამშრომლების კვებისთვის ოკუპანტ ქვეყანაში რეგისტრირებულ კომპანიას უკვე გაუფორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”